ნაწარმოებები / საგარეო პოლიტიკა / აზერბაიჯანი - საერთაშორისო ორგანიზაციები

ეუთო–ს გენერალური მეჯლისის 49–ე სესიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა – ნიუორკი, 1994 წლის 29 სექტემბერი


scotch egg
scotch egg
temp-thumb
temp-thumb

პატივცემულო ბატონო თავჯდომარევ!

პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო!

ქალბატონებო და ბატონებო!

ნება მომეცით, უპირველესად ეუთო–ს  გენერალური  მეჯლისის 49–ე სესიის თავჯდომარის თანამდებობაზე  არჩევასთან დაკავშირებით მიულოცო ბატონ ამარ ესსის და მოღვაწეობაში წარმატებები ვუსურვო. ამავე დროს გაწეული მოღვაწეობისათვის  მინდა მადლობა მოვახსენო წინა   სესიის თავჯდომარეს ბატონ სამუელ ინსანელიას.

ეუთო–ს გენერალურ  მდივანს , მის აღმატებულებას,ბატონ   ბუთროს გალის მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უშიშროების გაძლიერებისათვის მიმართული მცდელობებისათვის უღრმესი მადლობა მოვახსენებ.

გულითადად ვემადლიერები ,იმის გამო,რომ მან  თავისი მუშაობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა  ჩვენი ახალგაზრდა ქვეყნის მცხოვრებთა  პრობლემებზე , ქვეყნისა,რომელიც თავისი ისტორიის ძნელ პერიოდს გადის.

ქალბატონებო და ბატონებო!

 ყველაზე  მაღალი  საერთაშორისო მეჯლისის ტრიბუნიდან , სიამაყის გრძნობით გამოვდივარ თქვენს წინაშე. პირველადაა,რომ  დამოუკიდებელი  აზერბაიჯანის პრეზიდენტი , მსოფლიო ერთობას წარუდგენს თავის ქვეყანას რომელიც ამავე ერთობის მხრიდან აღიარებული იქნა  როგორც თანაბარუფლებიანი ქვეყანა და  ჩადგა მათ რიგებში.

საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანელი ხალხი დამოუკიდებლობას ესწრაფვოდა. საბჭოთა წყობილების დაშლის შემდეგ,მან ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა.ჩვენი რესპუბლიკა ერთმნიშვნელოვნად დაადგა სამართლებრივი, დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფო მშენებლობის გზას. ყოველივე ეს რთული პროცესია, ერთი დღის საქმე არაა, მაგრამ ჩვენ  დასახული მიზნისაკენ  თანმიმდევრულად  ვისწრაფით. უნდა ავღნიშნო,რომ   მოკლე ხანში მრავალი საქმე  განვახორციელეთ. ყველა პირობა შევქმენით სამართლებრივი, დემოკრატიული საზოგადოების   ჩამოყალიბებისათვის  .რესპუბლიკაში არსებობს მრავალპარტიული  სისტემა, პოლიტიკური პლურალიზმი,პიროვნების,სიტყვის, პრესისა და  სინდისის თავისუფლება. ადამიანის უფლებების დაცვა და  კანონის უზენასეობის პრინციპები   სრულიად აღდგენილია. კანის ფერის, რელიგიისა და ენის მიუხედავად მრავალეროვნი აზერბაიჯანის  ყველა მოქალაქე ერთნაირი   უფლებებით სარგებლობს.

ქვეყნის დემოკრატიზაციამ და პოლიტიკურმა ცვლილებებმა საბაზრო ურთიერთობაზე გადასასვლის უზრუნველსაყოფად , ღრმა ეკონომიკური  რეფორმების გატარებისათვის შესაბამისი პირობები შექმნა. ჩვენ, დამოუკიდებელი მესაკუთრეობის განვითარებას, ყველა საშუალებით წამოწყებულ  პირად ინიციატივას  მხარს ვუჭერთ. ვიწყებთ რა ფართომაშტაბიან  პრივატიზაციის პროგრამის განხორციელებას ,ვეყრდნობით  საკაცობრიო მონაპოვრებზე   დაფუძნებულ მსოფლიო გამოცდილებას, ცივილიზაციას, აყვავებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში  დიდი წარმატებების მქონე მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას .

ჩვენ ვმდებარეობთ ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ–პოლიტიკურ სარტყელზე,რომელიც  მრავალი ქვეყნის ინტერესების სფეროშია. მდიდარი  ბუნებრივი რესურსებისა და დიდი სამრეწველო პოტენციალის მქონე , აზერბაიჯანელი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებითა და რწმენით   ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერების და დემოკრატიული , საბაზრო  რეფორმების განხორციელების სტრატეგიულ ხაზს   მივუყვებით .დღეს, ამ მაღალი ტრიბუნიდან  მტკიცედ ვაცხადებ,  აზერბაიჯანელ  ხალხს ვერავინ  აიძულებს გადაუხვიოს არჩეულ გზას, ჩვენ   მომავალს იმედით შევყურებთ.

მსოფლიოში მიმდინარე ისტორიულ პროცესებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მიმდინარე სერიოზულ ცვლილებებზეცაა დამოკიდებული ჩვენი ოპტიმიზმი . ეჭვგარეშეა,რომ  სამხედრო  ლაგერებად დაყოფის პრინციპსა და იდეოლოგიურ წინააღმდეგობებს, თანასწორუფლებიანი მსოფლიო წესრიგი და  საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის საფუძვლიანი  მომავალი შეცვლის. საერთაშორისო სამართალი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპები და პუნქტების შესაბამისი თანხვდომა,  მტკიცე მშვიდობა და ყველასათვის უსაფრთხო  ახალი მსოფლიო წესები  ფუნდამენტალურ პირნციპებად იქცევა . ჩვენ, ძალადობის მტრული სამყაროდან თანამშრომლობისა და ურთიერთ მეგობრობის სულისკვეთებით გამსჭვალულ დროისკენ  მიმავალი გვირაბის ბოლოს შუქს ვხედავთ და მზად ვართ  ამ გზით , მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და ხალხთან ერთად ხელი–ხელ ჩაკიდულებმა  ვიაროთ.

მაგრამ სამყაროს წინაშე არსებული საფრთხე , ჯერ კიდევ მთლად არ არის აღმოფხვრილი. ჯერ კიდევ არსებობენ  ძველი სტერეოტიპები . ათობით წლების მანძილზე დაპირსპირების ხანაში დაგროვილი მრავალი პრობლემა,  განიარაღებამ,  განსაკუთრებით მასობრივი ჟლეტვის იარაღების განადგურებამ ამ სფეროში არსებულ პრობლემები  მოაგვარა. სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობის სახელმწიფოთა  ურთიერთობები, როგორც წინათ, კვლავ წარსულის პრობლემებს  ეწირება. ეკოლოგიური საფრთხიდან და მოსახლეობის  განვითარების პრობლემებიდან გამომდინარე დრო ,კვლავ გვაყენებს ახალ–ახალი  საფრთხის წინაშე.

ნაციონალიზმმა და სეპარატიზმა, რომელიც  წარმოიშვა ძველი მსოფლიო წესრიგის რღვევის შედეგად,     კავკასია , ბალკანეთის ნახევარკუნძული  და  დედამიწის სხვადასხვა წერტილები ცეცხლსა და სისხლიან კონფლიქტებში გაახვია.ეს კონფლიქტები,არა მარტო დამოუკიდელი ქვეყნების განვითარებას აფერხებს,არამედ ძლიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ასევე ,  მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და სტაბილურობის წინაშე საშიშროებას ჰბადებს.

ამიტომაც , ლაგერებად დაყოფის შედეგად  წარმოქმნილ  მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიდ სახელმწიფოებს  განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მათ უნდა გამოიყენონ თავიაანთი პოლიტიკური ავტორიტეტი, ეკონომიკური,ფინანსური შესაძლებლობები და კონფლიქტები დროულად  მოაგვარონ, დედამიწის ყველა კუთხეში , სტაბილურობისა და  უშიშროების  გაძლიერებისათვის   თავიაანთი პოტენციალი კიდევ უფრო  აქტიურად უნდა  წარმართონ .

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ,რომელიც მომავალ წელს თავის 50  წლისთავს აღნიშნავს და უშიშროების საბჭო ,რომელსაც რიგი კონფლიქტების და დაძაბულობის დარეგულირების დიდი  გამოცდილება გააჩნია,ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში , უეჭველად   წამყვან როლს თამაშობს. მაგრამ უშიშროების საბჭოს წინაშე კვლავ დგას ძნელი  ამოცანები: ახალ პირობებში  თავისი მოღვაწეობის მნიშვნელობის   მსოფლიო ერთობისათვის დადასტურება. დღეს, უშიშროების საბჭომ  თავისი დებულებების წარმატებული შესრულებით,ამ საქმისადმი   ერთგულება   კიდევ უფრო მეტად  უნდაწარმოაჩინოს . ვიმედოვნებთ,რომ  საბჭოს შემადგენლობის გაფართოება ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას .

 ჩვენ, გენერალური  მეჯლისის როლს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.ამ როლს იმაში ვხედავთ,რომ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ეფუძნება   ურთიერთ  კომპრომისს და ინტერესთა გაწონასწორების პრინციპებს,  სახელმწიფოების ყველაზე მჭიდრო  ურთიერთ თანამშრომლობა  უზრუნველყოფილი იქნას. 

ახლანდელ პირობებში ეუთო–ს გენერალური  მდივნის მიერ  თავისი უფლებების  მაქსიმალურად გამოყენებასთან ერთად საერთაშორისო მშვიდობისა და  უშიშროების გაძლიერებაში პასუხისმგებელი წევრი ქვეყნების მიერ მისთვის გაწეულ დახმარების მნიშვნელობაც   მატულობს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა , ეუთოს პერსპექტივებს   იმედის თვალით  შეჰყურებს და  იმედოვნებს რომ ეუთო ამის შემდეგაც  დაიცავს თავის უმაღლეს პრინციპებს , შესძლებს კიდევ უფრო გაზარდოს  ორგანიზაციის  ავტორიტეტი    .

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

მრავალ თქვენთაგანს საბედნიეროდ , „ომი“ , „ შეიარაღებული შეტაკება“  ისტორიულ ამბავს, ან და თქვენი საცხოვრებელი სახლებიდან  მოშორებით მიმდინარე მოვლენებს თუ გახსენებთ ,საუბედუროდ  ჩემი ხალხისთვის , ეს  სასტიკი რეალობაა , ჩვეულებრივი სისხლიანი დღეებია.

ექვსი წელია,რაც აზერბაიჯანული მიწა  ბრძოლის ცეცხლშია გახვეული. სასომხეთის რესპუბლიკა ,მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების  , ვითომდა დარღვეული უფლებების აღსადგენად , ჩვენი მიწების  მიტაცების ,მისი საზღვრების შეცვლის და აზერბაიჯანელი მოსახლეობის თავიაანთი ძირძველი კერებიდან იძულებით განდევნის გეგმას საჯაროდ ახორციელებს.

ხალხის  ბედის თვითნებურად მართვა,   უსაფუძვლოდ,  თვითნებურად, დამოუკიდებლად გამოცხადება , გახლავთ შენიღბული მცდელობა იმისა ,რომ გამოეყონ აზერბაიჯანის და შევიდნენ სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში.ხალხის  მიერ  თვითგამორკვევის  უფლებების ამგვარი განმარტება , რადიკალურად ეწინააღმდეგება  სახელმწიფო სუვერენულობისა და  ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ნებისმიერ სფეროში  , ასე თვითნებურად  უფლებების დარღვევას სასტიკ  კონფლიქტამდე მივყევართ. ჩვენ, ჩვენს რეგიონში და  პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში  არა ერთხელ ვყოფილვართ ამის მოწმენი  .

ეუთო–ს გენერალურმა  მდივანმა  ბატონმა ბუთრუს გალიმ,ამ საკითხთან დაკავშირებით  თავისი უკმაყოფილება გამოთქვა: “ თუ ყოველი ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური ჯგუფი  სახელმწიფოებრიობას მოითხოვს,  მაშინ დაყოფას  ზღვარი  არ ექნება და მსოფლიოში  მშვიდობის, უშიშროების და ეკონომიკური  სოლიდარობის შენარჩუნება  ძალიან ძნელი იქნება.“

მე ვეთანხმები ბატონ ბუთრუს გალის აზრს : „  ჩამოყალიბებული საერთაშორისო სიტემის ჩარჩოში ხალხის  თვითგამორკვევის საკითხში ჩარევა და სახელმწიფოების სუვერენულობის ,ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მსგავს და ანალოგიური მნიშვნელობის მქონე  ფასეულობების ერთმანეთის  საწინააღმდეგოდ მიმართვა დაუშვებელია.     

ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ მსოფლიო საზოგადოებას საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია. ზოგ შემთხვევაში კი ცალმხირვ ინფორმაციას ფლობენ და ამიტომ მინდა არსებული რელობა მოკლედ გაგაცნოთ. სომხეთის რესპუბლიკამ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შექმნა სამხედრო დაჯგუფება და ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ  აქტიური საბრძოლო ოპერაციები წამოიწყო .ქალაქ შუშისა და ლაჩინის რაიონის  ოკუპაციის შემდეგ მთიანი ყარაბაღის ბედი გადაწყვეტილი იქნა. მთიან ყარაბაღში მცხოვრები  50 ათასი  აზერბაიჯანელი ლტოლვილად იქცა.სომეხმა შეიარაღებულმა  ძალებმა გამოიყენეს რა მთიანი ყარაბაღი პლაცდარმად,  შემდეგი შეტევის შედეგად აიღეს აზერბაიჯანის სხვა ექვსი რაიონი– ქელბეჯერის, ფიზულის, ჯაბრაილის და გუბადლის რაიონები, რომლებიც ისევე როგორც ლაჩინის რაიონი  ყოფილი ყარაბაღის ავტონომიური   ოლქის  გარეთ მდებარეობენ და ყოფილ ოლქს ტერიტორიით ოთხჯერ აღემატებიან.

აგრესიის შედეგად აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი  სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან ოკუპირებული იქნა.მინდა აზერბაიჯანის მხრიდან არსებული აურაცხელი  დანაკრგის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ: ამ კონფლიქტს 20 ათასზე მეტი ადამიანი მსვერპლად შეეწირა, 100 ათასზე მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა,6 ათასი ადამიანი ტყვედ ჩავარდა , ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი– ჩვენი ქვეყნის საერთო  მაცხოვრებელთა 15 პროცენტი ლტოლვილად იქცა და დღეს კარვებში ცხოვრობს. ისინი თავიაანთ სამშობლობში უსახლ–კაროდ არიან დარჩენილნი, ზაფხულის სიცხეში, ზამთრის სიცივეში , ეპიდემიებისგან იტანჯებიან ,  უბრალო  საჭიროების საგნებიც კი  არ გააჩნიათ. აზერბაიჯანის ოკუპირებულ მიწებზე 700 –ზე მეტი ქალაქი და სოფელი ნანგრევებად იქცა.  აღნიშნულ ქალაქსა და სოფლებში ,შეიძლება ითქვას,რომ  ყველა სახლი ,სკოლა, საავადმყოფო გადამწვარი და დანგრეულია, განადგურებულია უძველესი ისტორიული კერები.

ვფიქრობ,  დღესავით ნათელია,რომ  ასეთ მდგომარეობაში ჩვენ “ თვითგამორკვევის უფლების განხორციელებასთან“ კი არა,  საერთაშორისო ნორმების უხეშად დარღვევასთან, ეუთო–ს წევრი ქვეყნების სუვერენეტიტის, ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიასთან  გვაქვს საქმე.

ომი ,ხალხს გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს, აძლიერებს პოლიტიკურ დაძაბულობას,აფერხებს აზერბაიჯანული საზოგადოების  დემოკრატიზაციისაკენ მიმართული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებას.

ომის შედეგად, აზერბაიჯანელ ხალხს მილიარდობით ამერიკულ დოლარზე მეტი მატერიალური ზარალი მიადგა.ადამიანის ბედ–იღბალზე მიყენებული სულიერი ზარალი, ხალხის დარდი კი არავითარი საზომით არ იზომება.

დღეს, არა მარტო აზერბაიჯანში,არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იღვრება სისხლი. ხალხი, გულცივად არ უნდა  უყურებდეს მიმდინარე ომებსა და ტრაგიკულ  მოვლენებს. კოლექტიური მცდელობებით არ უნდა დავუშვათ შეიარაღებული კონფლიქტები და გადამწყვეტად უნდა შევეცადოთ მათ აღმოფხვრას.

ქალბატონებო და ბატონებო!

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით , ბოლო ორი წლის მანძილზე უშიშროების საბჭომ 4 დადგენილება , მისმა თავჯდომარემ კი 6 განცხადება  მიიღო.

ყველა დადგენილებაში უშიშროების საბჭო მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ცნობს  მის ტერიტორიულ მთლიანობას . აღნიშნავს, რა სხვისი მიწების მიტაცების მიზნით  ძალის გამოყენების დაუშვებლობას, კატეგორიულად  მოითხოვს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან აგრესორი ძალების სასწრაფოდ, სრულიად და უპირობოდ  გაყვანას, ლტოლვილების თავიაანთ მამა– პაპეულ კერებში დაბრუნებას .

მაგრამ, სომხეთი ამ გადაწყვეტილებებს, დღემდე ყურადღებას არ აქცევს. ამის გარდა,ის აზერბაიჯანის ოკუპირებულ მიწებზე სამხედრო ძალების კონცენტრაციას აგრძელებს.

მეორე მხრივ, კი უშიშროების საბჭო მიღებული დადგენილებების მექანიზმს არ ამოქმედებს. იბადება  კითხვა:  უშიშროების საბჭო რა დონეზეა თანამიმდევრული  და გადამწყვეტი,მისი უფლებების დონე , ყოველი კოკნრეტული შემთხვევისათვის რით ისაზღვრება?

უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ეუთოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა და მის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვისა და შენარჩუნების მოვალეობის შესრულების შესაძლებლობის რწმენას არყევს.

რეგიონალური კონფლიქტების მოგვარებაში დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს,რომ დადგენილების შესრულების სფეროში , მხოლოდ ეუთო–ს წესდებით გათვალისწინებული გადამწყვეტი ღონისძიების განხორციელებით შეიძლება წარმატებები იქნას მიღწეული.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მსოფლიო ერთობის წინაშე აღებული ვალდებულებაა,  მკაცრი  ღონისძიებები გაატაროს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ,რომელიც საერთაშორისო იურიდიულ ნორმებს უხეშად არღვევს.

სომხეთ– აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჩვენ  ვენდობით ისეთ გავლენიან ორგაიზაციას ,როგორიც ეუთოა  . სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების მიზნით  ეუთოს მიერ შექმნილი მინსკის ჯგუფი, ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას , მხარს უჭერს ოკუპირებული მიწების  განთავისუფლებას, ამ ტერიტორიებიდან დამპყრობლური ძალების სრულად გაყვანას, აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო  დონეზე  აღიარებულ საზღვრების ხელშეუხებლობას პატივისცემით უდგება.

სამწუხაროდ, ეუთოს– შესაბამისი მექანიზმი არ გააჩნია,ამიტომაც მისი  შუამდგომლობითი გაწეული მცდელობები, დღემდე  რაიმე თვალშისაცემ შედეგს ვერ იძლევა.  დღეს ,ჩვენ ერთადერთი შედეგი გვაქვს: რუსეთის ფედერაციისა და ეუთო–ს მინსკის ჯგუფის ერთობლივი  და აქტიური თანამშრომლობის მისიის  მცდელობით კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟმს მივაღწიეთ.

ოთხ თვეზე მეტია, რაც  სროლის ხმა არ ისმის, არ იღვრება სისხლი.ჩვენ,ამას დიდად ვაფასებთ.მაგრამ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია, შეწყვეტილი   ცეცხლი  კი  ნაპერწკლის მოლოდინშია.

სომხეთის რესპუბლიკა,აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების ერთი ნაწილის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონის დამოუკიდებლობის სტატუსით შეცვლის მოთხოვნას გამოდის.ის, მოითხოვს,რომ აზერბაიჯანის ამ რეგიონში  თავისი სამხედრო ძალები დატოვოს და აზერბაიჯანის ქალაქი შუშა და ლაჩინის რაიონი მისი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს, ეს კი  ჩვენი მიწების დაკარგვას ნიშნავს.

სომხეთი, სრულ უარს აცხადებს  მთიან ყარაბაღში კონფლიქტამდე არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის აღდგენასა და აზერბაიჯანული მოსახლეობის  დაბრუნებაზე, ამავე დროს სრულიად გამორიცხავს ქალაქ შუშის  დაბრუნებას,რომელიც  აზერბაიჯანული კულტურის უძველესი ისტორიული ცენტრია.სომხეთი გაეროს საბჭოს დადგენილებების განუხორციელებლად  , თავის მიერ წამოყენებული პირობების თანახმად, საერთაშორისო სამშვიდობო ძალების აზერბაიჯანის ოკუპირებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონის პერიმეტრულ სიგრძეზე განლაგების მოთხოვნით,  კონფლიქტის კონსერვაციისა და აღნიშნული ძალების თავისი  დამპყრობლური პოლიტიკის მძევლად  ქცევისაკენ გვიბიძგებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისმოყვარე ხასიათის. ჩვენთვის მიყენებული ზარალის მიუხედავად, ჩვენ საერთაშორისო სამართალისა და ჰუმანიზმის საფუძველზე  სომხეთის მხარეს მშვიდობას ვთავაზობთ.  მზად ვართ, მთიანი ყარაბღის სომხებს  უსაფრთხოების გარანტია მივცეთ. ჩვენ,რეგიონში კომუნიკაციის,ამავე დროს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული დერეფნის ნორმალური,ორმხრივი  ურთიერთობის საფუძველზე აღდგენის მომხრენი ვართ.  თუ საჭირო იქნება, კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებაზე თანახმა ვართ. ჩვენ,აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის სტატუსი განსახილველადაც მზად ვართ.

მაგრამ ,ჩვენთვისაც არსებობს უდრეკი ნორმები და პრინციპები–ეს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა, ოკუპირებული ტერიტორიების მთლიანად განთავისუფლება, ლტოლვილების თავიაანთ მშობლიურ კერებში  და ამავე დროს 50 ათასი აზერბაიჯანელი ლტოლვილის მთიან ყარაბაღში – თავიაანთ სამშობლოში დაბრუნებაა.

აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი,პოლიტიკური გზით  მოგვარების მომხრეა და მიაჩნია,რომ მხოლოდ უშიშროების საბჭოს დადგენილებების შესრულებით და აგრესიის შედეგების აღმოფხვრით, გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებით და რეგიონის მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ,შეიძლება ვაწარმოოთ სტაბილური და საფუძვლიანი  მოლაპარაკებების პროცესი.

ამავე დროს,იმ პირობით ,რომ სამშვიდობო ძალებს  საერთაშორისო ნორმების შესაბამისად  ზუსტად განსაზღვრული  მანდატი ჰქონდეთ  , შეთანხმებული სამშვიდობო გადაწყვეტილებების განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში, იმედებს  მსოფლიო ერთობაზეც ვამყარებთ.

ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის  შესახებ შეთანხმებას დიდად  ვაფასებთ, ვიცით რომ ეს მშვიდობას არ ნიშნავს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა ახლო ხანებში მშვიდობის მიღწევისათვის საჭირო პირობებს ქმნის.სანამ მშვიდობას მივაღწევთ, ჩვენ მზად ვართ რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვიყვეთ და შევასრულოთ მისი პირობები, ამას ვაცხადებთ ყოველთვის და დღეს , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი ტრიბუნიდან  კიდევ ერთხელ ვიმეორებ.

ჩვენ ეუთო–ს მინკის ჯგუფისა და რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალისხმევას ვემხრობით და თანახმა ვართ ,რომ გაერთიანდეს  მათი მცდელობები კონფლიქტის მოგვარების მიზნით.  კონფლიქტის  მოუგვარებლობა ნიშნავს იმას,რომ ვერ მივაღწიოთ მშვიდობას.

აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების განთავისუფლების  მოთხოვნა სამართლიანი მოთხოვნაა, იგი სრულად შეესაბამება გაეროს უშიროების საბჭოს დადგენილებებს. ნებისმიერი რაიონის დაპყრობის მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია და  საერთაშორისო იურიდიული ნორმების წინაააღმდეგაა მიმართული.

ომში ჩათრევის შედეგად რესპუბლიკაში საშინლად მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა შეიქმნა. შვიდმილიონიან ქვეყანაში, ყოველი მეშვიდე პირი უსახლ–კარო,ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს მოკლებული ლტოლვილია. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები გაუსაძლის პირობებში კარვებში ცხოვრობენ. სასტიკი ზამთრის პირობები, არასაკმარისი საკვები, წამლის უქონლობა, მოსახლეობის ამ ყველაზე ღარიბ ფენას შორის ეპიდემიისა და  შიმშილის საშიშროებას ქმნის. ლტოლვილებთან დაკავშირებული ექსტრემალური მდგომარეობის აღმოფხვრა ,აზერბაიჯანის სახელმწიფოსათვის უმთავრეს საზრუნავად არის ქცეული.

რესპუბლიკის მოწოდებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების რიგმა  სახელმწიფოებმა დახმარების ხელი გამოგვიწოდეს და აზერბაიჯანს გაეროს პროგრამის ჩარჩოში ყველაზე მსხვილმა  დონორმა სახელმწიფოებმა შვეციამ,დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იაპონიამ, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმ და დანიამ ჰუმანიტარული დახმარება აღმოგვიჩინეს, მათ ,გულწრფელ მადლობას მოვახსენებ.

ასევე ვემადლიერებით თურქეთის,ირანის, საუდიის არაბეთის და სხვა სახელმწიფოების მთავრობებს ,რომლებმაც  ორმხრივი ურთიერთობის ხაზით აზერბაიჯანს  საკმაო ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინეს

უღრმეს მადლობას მოვახსენებთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის სამმართველოს,საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ორგანიზაციას „ ექიმები საზღვრებს გარეშე“  და მრავალ სხვა არა სამთავრობო ორგანიზაიას, რომლებმაც დახმარება აღმომოუჩინეს  აზერბაიჯანელ ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციის გამარეთიანებელი ჩვენი ქვეყანის გეოგრეფიული პოზიცია, სოციალურ– პოლიტიკური მიმართულება და ისტორიულ–კულტურული  ტრადიციებიდან გამომდინარე თავისებურებები,  სარეთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში,ჩემი რესპუბლიკის როლსა და მნიშვნელობაზე  დიდ გავლენას ახდენს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო არენაზე გამოჩენის დღიდან ,ჩვენ მრავალ ქვეყანასთან დავამყარეთ თანაბარუფლებიანი,გაწონასწორებული ურთიერთობა და  გავწევრიანდით მრავალ მსოფლიო და რეგიონალური ორგანიზაციებში, გავაფართოვეთ საერთაშორისო ურთიერთობები, სერიოზულად ვცდილობთ ,სხვადასვხა  მიზეზების გამო დაკარგული  ურთიერთობის აღდგენას. 

ჩვენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე შექმნილ დამოუკიდებელ  სახელმწიფოებთან ისტორიულ, გეოგრაფიულ, ეკონომიკურ,  ჰუმანიტარულ ურთიერთობებს. ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე , თუ დამოუკიდებელი სახელმწიფების  ერთობის ჩარჩოში, მათთან , განსაკუთრებით კი რუსეთთან  თანაბარუფლებიანი თანამშრომლობის განვითარების მომხრენი ვართ.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებს,დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს , ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის  მეგობრული ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ჩვენი რეგიონის და ახლო მდებარე რეგიონების –თურქეთის,ირანის ,საუდიის არაბეთის, ეგვპტის , პაკისტანის სახელმწიფოებთან მჭიდრო მეზობლური ძაფები გვაკავშირებს. ჩვენ,ამ სახელმწიფოებთან ისლამის კონფერენციის ორგანიზაციის ჩარჩოშიც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

 

წელს,მაისის თვეში ნატოს “მშვიდობისათვის თანამშრომლობ“ის  პროგრამაში აზერბაიჯანის ჩართვა, მის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.ჩვენ ,ამ პროგრამის ჩარჩოებში საერთო უშიშროების ინტერესებისათვის გაწეული ურთიერთ თანამშრომლობა გვიზიდავს. მივესალმები ვარშავის  ხელშეკრულების ყოფილი წევრების ამ პროგრამაში ჩართვას. ეს იმას ნიშნავს ,რომ  მთელს ევროპის კონტინენტზე ,მომავალში, მათ მშვიდობიან პირობებში  თანამშრომლობა ელით.და ეს თანამშრომლობა მთელი ხალხების უშიშროებას, განვითარებას უზრუნველყოფს, მთლიანად აღმოფხვრის ლაგერებად დაყოფის  შესაძლებლობებს. ვიმედოვნებთ,რომ ნატოს პროგრამაში მონაწილეობა , ევროპაში უშიშროების ახალი სახლის აშენების საქმეში  ჩვენი ქვეყნის როლს გაზრდის

წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ბლოკებში გაერთიანების წინააღმდეგ შექმნილ მოძრაობებში მეთვალყურის სტუტსი ჰქონდა მინიჭებული, ეს კი სხვადასხვა სფეროებში  ორმხრივი ურთიერთობის  მოგვარებასა და ამ მოძრაობების წევრ ქვეყნებთან  პოზიციების  დაახლოებისათვის ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

1992 წლის იანვარში ახალგაზრდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სრულუფლებიანი  გაწევრიანება,მისი  განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. ამ დროიდან იმატა გაეროს წევრ მრავალ  საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბებმა.საერთაშორისო სავალიუტო ფონდთან, საერთაშორისო  გარდაქმნისა და განვითარების ბანკთან ურთიერთ თანამშრომლობა ,ჩვენთვის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია. მსოფლიოს ყველაზე  დიდი საფინანსო  ცენტრების სპეციალისტების  აზერბაიჯანში წარმოებული  საქმიანობის შედეგად ,ჩვენი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისათვის დიდად  მნიშვნელოვანი კონკრეტული  გეგმები ისაზღვრება. 

ვიმედოვნებთ,რომ საერთაშორისო ფინანსურ დამფუძნებლებთან  ჩვენი სარფიანი თანამშრომლობისათვის დიდი შესაძლებლობები არსებობს.ჩვენ, გაგებით ვეკიდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის იძულებით ჩათრეული საომარი მდგომარეობის გამო , საერთაშორისო ვალიუტის ფონდების და საერთაშორისო ბანკის ხელმძღვანელობის სიფრთხილესა და წინდახედულობას .მაგრამ ,ამავე დროს ,სარეთაშორისო ვალიუტის ფონდმა ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულ სომხეთის რესპუბლიკას სტაბილურობისათვის კრედიტი გამოუყო. მიგვაჩნია,რომ ამ შემთხვევაში სამართალი ,სულ რომ არაფერი ,სიმეტრიულ ურთიერთობას მოითხოვს.

საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მართვის დონეზე აყვანაში, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვის სფეროში ,ეროვნული პროგრამის მომზადების საქმეში ტექნიკური დახმარების აღმოჩენაში გაეროს გარემოს შესახებ პროგრამისაგან ბევრ რამეს  მოველით

საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ და მე დიდი სიამოვნებით მინდა მოგახსენოთ,რომ  აზერბაიჯანის რესპულიკამ 20 სექტემბერს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში ნავთობის საბადოების ერთობლივ დამუშავების სფეროში რამოდენიმე მსხვილ კომპანიის კონსორსიუმთან 30 წლიანი ხელშეკრულება დადო.

ეს მსხვილი ეკონომიკური ღონისძიება ,ჩვენი მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკის დასტურია.

ხელშეკრულების დადება,რომელიც ეგზომ მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს  მის განხორციელებაში  მონაწილე  აზერბაიჯანის, აშშ–ის ,რუსეთის,დიდი ბრიტანეთის სამეფოს, თურქეთის,ნორვეგიის,საუდიის არაბეთის ხალხების და სხვა  ქვეყნების  დაახლოებას ,თანამშრომობის გაძლიერებას  . ამის შესახებ საუბრისას , ერთხელ კიდევ მინდე ავღნიშნო,რომ  აზერბაიჯანის რესპუბლიკას  მსოფლიო ერთობაში სრლუფლებიანი  ინტეგრირების კურსი აქვს აღებული და ამისათვის ყველა შესაძლებლობა გააჩნია.მისი პოლიტიკა მშვიდობას ეფუძნება და ამ მიზნის მისაღწევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე დიდ  იმედებს ვამყარებთ.

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

აზერბაიჯანელი ხალხმა ამირჩია რა  თავისი ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტად ,ჩემზე დიდი იმედები დაამყარა და დღეს  მე მისი ყველაზე კეთილი ნებისა და  სანუკვარი სურვილების თქვენდამი გადმოცემას  შევეცადე.

გაეროს მთავარი მეჯლისის ამ მაღალ ტრიბუნას იმედით ვტოვებ, მჯერა ,რომ ჩემი ხალხის ხმა მოგაწვდინეთ და ეს ხმა თქვენი გულებისაკენ მიმავალ გზას  გაიკვლევს.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

აზერბაიჯანის გაზეთი ,1994 წლის 30 სექტემბერი